მოგეწონათ ჩემი პროექტი

Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება
კახეთის გეოგრაფიული მდებარეობა
პროექტის მთავარი იდეა /თემა/ 1-2 წინადადებით
მოიძიონ ინფორმაცია კახეთის საზღვრებზე, ჰავაზე, რელიეფის ფორმებზე, სასარგებლო წიაღისეულზე, სოფლის მეურნეობის დარგებზე,ფართობზე, რამდენ ერთეულად იყოფა რეგიონი,რამდენია მოსახლეობა,ურბანიზაციის დონე და რითი არის გამორჩეული ეს რეგიონი.

პროექტის აქტუალობა
ამ რეგიონის გაცნობით მოსწავლეები ისწავლიან კახეთის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკაში, ტურისტების მოზიდვას ამ მხარის უკეთ შეცნობაში ,თუნდაც განახლებული სიღნაღი და ულამაზესი მთის სოფელი თუშეთში შენაქო .
პროექტის მიზნები
 ამ პროექტის მიზანია უკეთ გაიცნონ ეს რეგიონი ამ პროექტის  მეშვებით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევა ძიების, დაკვირვების, გაანალიზების უნარი.
მონაწილეთა ასაკი-14- 15  წელი
ვადები /ხანგრძლივობა/   სამი თვე

მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება მომსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციები


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;
ინტერნეტი, ფინანსები ექსკურსიისათვის, ფურცლები, კალმები.ფოტოაპარატი
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები/
თემის არჩევის შემდეგ კლასებში ვაკომპლექტებ ჯგუფებს თითოეულ ჯგუფს დაევალება ინფორმაციის მოპოვება კახეთის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, საზღვრებზე, კლიმატურ პირობებზე, რელიეფის ფორმებზე,ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნეობებზე, პროექტის ფარგლებში მოხდება ექსკურსია ამ მხარის უკეთ გასაცნობად.ინფორმაციის მოძიების მიზნით მოსწავლეები გაესაუბრებიან ადგილობრივ მცხოვრებლებს.
პროექტის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შევაფასებ ჯგფური მუშაობით, პრეზენტაციით, პროექტში ჩართულობის მიხედვით.

საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე ეს პროექტი იქნება სხვადასხვა საგნებთან კავშირში. კერძოდ კი ისტორიასთან -კახეთის ისტორიის შესწსავლით , ქართული-დიალექტებთან მიმართებაში და ხელოვნებასთან-კულტურული ძეგლები.

პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი/
ნათელა ყელბერაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;
natelakelberashvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
natelakelberashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment